დამკრძალავი ბიუროს სამმა თანამშრომელმა დიეგო მარადონას ცხედართან ფოტოები გადაიღო. ფოტოები არგენტინაში ძალიან მალე ვირუსულად გავრცელდა და ამ ყოველივეს დიდი გამოხმაურება მოყვა.

 

ამ სამი პიროვნებიდან ერთ-ერთს, დიეგო მოლინას ხელი გარდაცვლილი მარადონას თავზე უდევს. საზოგადოება ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტოებით აღშფოთებულია.

 

დამკრძალავი ბიუროს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დიეგო პიკონმა განაცხადა, რომ ფოტოებზე გამოსახული პიროვნებები სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ