მარსელის” ოლიმპიკის” მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა.

პორტუგალიელი სპეციალისტი ამბობს, რომ მარადონას ხსოვნის პატივსაცემად საუკეთესო იქნებოდა, თუ ფიფა 10 ნომერს ყველა ტურნირზე გააუქმებდა.

“ძალიან ცუდი ამბავია. ვისურვებდი, ფიფამ 10 ნომერი ყველა ტურნირზე, ყველა გუნდისათვის გააუქმოს. ეს იქნება საუკეთესო საშუალება მარადონას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. მარადონა ფეხბურთისათვის უდიდესი დანაკარგია”, – განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ