დღეს ქართველი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის გუნდებმა ითამაშეს. პოლონეთის თასის 1/16-ში ვაკო გვილიას “ლეგიამ” მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა ლოძის “ვიძევი” და შემდეგ ეტაპზე გავიდა, თუმცა ამ გამარჯვებაში მონაწილეობა ქართველ ნახევარმცველს მონაწილეობა არ მიუღია, ის განაცხადს მიღმა დარჩა.

უზბეკეთის ჩემპიონატში მოულოდნელი მარცხი განიცადა შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ფახთაქორმა”. ტაშკენტელები გასვლაზე 3-0 დამარცხდნენ “ნასფთან”, თუმცა პირველ ადგილს ინარჩუნებენ და მეტიც, არველაძის გაწვრთნილებმა ვადაზე ადრე გაინაღდეს ჩემპიონობა. კახა მახარაძის “ლოკომოტივმა” კი გასვლაზე 1-0 მოუგო “კოკანდს”. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდი 34 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

რუსეთს რანგით მეორე ლიგაში ირაკლი კვეკვესკირის “სკამ” გასვლაზე 1-0 დაამარცხა “ვოლგარ-ასტრახანი”. ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 77 წუთი დაჰყო, მისმა გუნდმა კი ამ მოგებით 37 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-7 საფეხურზე იმყოფება. მერაბ ურიდიას “ნეფტეხიმიკმა” გათამაშების ლიდერ “ნიჟნი ნოვგოროდთან” იბრძოლა თუმცა მინიმალური სხვაობით დამარცხდა (0-1). ქართველი ფორვარდი 90 წუთს გაისარჯა, მისი გუნდი კი 24 ტურის შემდეგ მე-8 ადგილზეა. რუსეთში კიდევ ერთ ქართველის გუნდმა ითამაშა – ალექსანდრე კახიძის “ველესი” ვორონეჟში ადგილობრივ “ფაკელს” დაუზავდა (0-0). ქართველი მარჯვენა მცველი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო. “ველესი” ყველასთვის მოულოდნელად მე-6 პოზიციაზე იმყოფება

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ