მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას არგენტინული მედიასაშუალებები ადასტურებენ.

 

დიეგომ ორი კვირის წინ თავის ტვინში არსებული თრომბის ოპერაცია გადაიტანა. ახლა კი მას საკუთარ სახლში, ბუენოს აირესის მახლობლად, ქალაქ ტიგრეში გულის შეტევა ჰქონდა, რასაც ვეღარ გაუძლო.

 

დამატებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. შეგახსენებთ, რომ მარადონას კარიერის მწვერვალი 1986 წლის მუნდიალი იყო, როცა მან არგენტინა ჩემპიონი გახადა. საკლუბო დონეზე მისი საუკეთესო პერიოდი ნაპოლის უკავშირდება, სადაც ორჯერ მოიგო სერია ა, ხოლო ერთხელაც უეფას თასი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ