• სამ. აპრ 13th, 2021

“შეფილდის” მცველს მეტოქის სასქესო ორგანოზე ხელის მოკიდების გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-12 ტურში “პრესტონმა” “შეფილდს” უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობის დროს ერთი უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, მასპინძელთა მცველმა დარლენ ფიშერმა “შეფილდის” ფეხბურთელ კალუმ პატერსონს ორჯერ მოჰკიდა სასქესო ორგანოზე ხელი.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, პირველი შემთხვევის შემდეგ კალუმმა ეს ფაქტი მსაჯთან აღნიშნა, თუმცა, რეაგირება არ მოჰყოლია.

თუმცა, აღნიშნული არ გამოჰპარვიათ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში და როგორც ცნობილია, ფიშერს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცი ემუქრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.