• ორშ. აპრ 12th, 2021

ლეგიონერების დღე: მაკარიძემ პენალტი აიკიდა, თუმცა “ალმერიამ” მაინც მოიგო

ესპანეთი – ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში გიორგი მაკარიძის “ალმერიამ” გასვლაზე 2-1 სძლია “ალბასეტეს” და წარმატებულ სვლას განაგრძობს. ქართველმა მეკარემ სრულად ითამაშა და ორი სეივის განხორციელებაც მოახერხ,ა თუმცა შეხვედრის 77-ე წუთზე პენალტი აიკიდა და ყვითელი ბარათიც მიიღო, თუმცა მისმა გუნდმა გამარჯვება მაინც მოიპოვა და ახლა ისინი 23 ქულით მე-5 პოზიციაზე არიან. საშინელ სეზონს ატარებს გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსა”. პაპუნაშვილის გუნდი ამჯერად 2-1 დამარცხდა “პონფერადინასთან” და გასავრდნ ზონაში იმყოფება, გიორგი განაცხადში არ იყო.

რუსეთი – მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო ჯიმი ტაბიძის “უფამ”, რომელიც შინ 2-1 დამარცხდა “ხიმკისთან”. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო, მისი გუნდი კი, 7 ქულით უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფება.

პოლონეთი – პოლონეთის ექსტრაკლასას მორიგ ტურში გიორგი მერებაშვილის “ვისლა” 5-2 დამარცხდა გასვლაზე “იაგელონიასთან”. მერებაშვილი პლოცკელთა რიგებში მეორე ტაიმში გამოჩნდა, მისი “ვისლა” კი 9 ქულით მე-13 ადგილზეა.

ლატვია – ზედიზედ მეორე ტურში დაკარგა ქულები “ვალმიერამ”, სადაც ლუკა სილაგაძე და ლუკა გადრანი ირჯება. ქართველთა გუნდი ამჯერად გასვლაზე “ლიეპაიას” დაუზავდა (0-0). ქართველთაგან გადრანმა სრულად ითამაშა, სილაგაძე კი სათადარიგო იყო. “ვალმიერა” 41 ქულით მე-3 ადგილზეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.