ლანჩხუთის ქალთა გუნდი ისტორიული შედეგის მიღწევის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის წილისყრის მოლოდინშია. ტურნირის პლეიოფისს მატჩების წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება.

 

ქალთა ჩემპიონთა ლიგა პირდაპირ საპლეიოფო მატჩებით იწყება. 32 კლუბიდან 16 განთესილი და 16 განუთესავია. სერიები 2-მატჩიანი იქნება. პირველი შეხვედრა განუთესავი გუნდის მოედანზე გაიმართება. შეხვედრები 9-10 დეკემბერსა და 15-16 დეკემბერს შედგება.

 

ბუნებრივია, ლანჩხუთი განუთესავ გუნდებს შორისაა და ამჟამად მისი უეფას რიეტინგი 0-ის ტოლია. ქართული კლუბის შესაძლო მეტოქეთა სოლიდური სია ასეთია:

 

ლიონი (საფრანგეთი), ვოლფსბურგი (გერმანია), ბარსელონა (ესპანეთი), პსჟ (საფრანგეთი), ბაიერნი (გერმანია), მანჩესტერ სიტი (ინგლისი), სლავია (ჩეხეთი), ჩელსი (ინგლისი), როზენგარდი (შვედეთი), ატლეტიკო (ესპანეთი), ფორტუნა (დანია), ბრონდბიუ (დანია), კვინერი (ნორვეგია), კაზიგურტი (ყაზახეთი), გლაზგო სიტი (შოტლანდია), ციურიხი (შვეიცარია).

 

ქალთა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ლიონია. ფრანგულ კლუბს ტურნირი ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ აქვს მოგებული.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ