19 ნოემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბმა “ლანჩხუთმა” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად რუმინული “კლუჟი” 0:1 დაამარცხა და ისტორიული წარმატებას მიაღწია.

პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართული საფეხბურთო გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. “ლანჩხუთი” ტურნირის” 1/16-ფინალში გავიდა.

“კლუჟთან” ერთადერთი გოლის ავტორი ხატია ჭყონია გახდა. მან გატანილი გოლის შემდეგ მაისურზე გამოსახული ფოტო აჩვენა. ჭყონიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ მაისურზე მისი დისშვილი იყო გამოსახული. ის 5 წლის იყო და ერთი თვის წინ გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ