• სამ. აპრ 13th, 2021

ჩილუელი ტრავმირებულია

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” მარცხენა მცველი ბენ ჩილუელი ტრავმირებულია. ფეხბურთელმა ტრავმა ბელგიის ნაკრებთან წაგებულ მატჩში მიიღო, სადაც ის პირველი ტაიმის ბოლოს შეცვალეს. ჯერ-ჯერობით ტრავმის სირთულე უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ის პრემიერლიგურ მატჩს “ნიუკასლის” წინააღმდეგ გამოტოვებს.

ჩილუელი ფრენკ ლამპარდის გუნდის შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა და ახლა ლამპარდს მისი ჩანაცვლება მინიმუმ ერთ მატჩში მოუწევს. ლამპარდის განკარგულებაში 3 ფლანგის მცველია მაგრამ მარკოს ალონსოსთან კონფლიქტის გამო მისი თამაში თითქმის გამორიცხულია. სავარაუდოდ ფრენკს ცესარ ასპილიკუეტასა და ემერსონს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.