• ორშ. აპრ 12th, 2021

პრემიერლიგის ვარსკვლავი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ბრიტანული მედიასაშუალებები მოთამაშის ვინაობას იურიდიული მიზეზების გამო არ ამჟღავნებენ, თუმცა ასახელებენ, რომ ის ვარსკვლავური დონის ფეხბურთელია.

აღნიშნული პირი ეჭვმიტანილია არამხოლოდ სექსუალური დანაშაულის ჩადენაში, არამედ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში. ინციდენტი გასულ თვეში თავად ფეხბურთელის სახლში მოხდა.

სპორტსმენი გირაოთი გაათავისუფლეს, გამოძიება კი გრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.