ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ამ ქვეყნის ეროვნულ ჭიდაობა კურეშში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა.
პლანეტის პირველობაზე ქართველებმა შესანიშნავად იასპარეზეს და ჯამში 7 სინჯის მედალი მოიპოვეს
2 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.
მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბისტებმა ნინო ოძელაშვილმა და ელენე ქებაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს.
ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი მინდია ლილუაშვილს, თორნიკე ჯუღელს, გიორგი კობაიძე და დავით რაზმაძეს დააკლდათ. ისინი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
სამბოში მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონი ლეგენდარული ვახტანგ ჩიდრაშვილი ყაზახურ ტურნირზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.