სამიოდ დღის წინ კორონავირუსით დაღესტანში მოჭიდავეთა ცნობილი მწვრთნელი გარდაიცვალა – 71 წლის ესად შახმარდანოვი. იმის მიუხედავად, რომ დაღესტანი მთელ რუსეთში კორონავირუსის მძვინვარებით ერთ-ერთი ყველასზე „ცხელი“ წერტილია, ეტყობა, ჩვენის არ იყოს, ჭკუა ვერც მათ ისწავლეს – ამ დღეებში შახმარდანოვი მახაჩყალადან მშობლიურ სოფელ ახტში ქორწილში ჩასულა, მახაჩყალაში დაბრუნებისთანავე კი თურმე თავი ცუდად უგრძვნია და საავადმყოფოში წასულა… იქ მას კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, შემდრგ მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა, როგორც ჩანს, დროებით და საბოლოოდ შახმარდანოვმა დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ