ირანის უმაღლესმა სასამართლომ 27 წლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, ქვეყნის მრავალგზის პროზორ ნავიდ აფკარის 2018 წელს ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობის გამო, უმკაცრესი განაჩენი გამოუტანა – 74 როზგი მათრახით და სიკვდლილით დასჯა (ჩამოხრჩობა).

ასევე გაასამართლეს აფკარის ორი ძმაც. საერთო ჯამში ძმებს 20-მდე სხვადასხვა ბრალდებაზე გამოუტანეს განაჩენი – ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობა და ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰომეინის შეურაცხყოფა.

ძმებიდან, ვაჰიდ აფკარის გაროზგვა და 54 წლით, ხოლო ხაბიბს გაროზგვა და 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ