“მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იური ლომაძე პოლიციამ დააკავა.

იური ლომაძე და მისი ძმა, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარ დანაშაულში მონაწილეობდნენ. მათ გარდა, დაკავებულია კიდევ სამი პირი.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულმა პირებმა ერთ-ერთი მოქალაქე გაიტაცეს და ოზურგეთში, მიტოვებულ სახლში აწამეს. მიზეზი, სავარაუდოდ, შურისძიება გახდა. ნაცემი და ნაწამები პიროვნება ახლა საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

იური ლომაძე 72კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონია. 2020 წელს მან ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილ დაიკავა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ