გივი კარტოზია,ქართული სპორტის ლეგენდად აღიარებული ,ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იყო.იგი 1929 წლის 29მარტს დაიბადა.

გივი კარტოზია საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენი იყო ვინც კვარცხლბეგის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.ის იყო მსოფლიო თასის პირველი მფლობელი და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი.

მასზე ბევრი გამომცემლობა საუბრობდა რადგან გამორჩეული ჭიდაობის სტილი ჰქონდა.გივი თავის სპორტულ კარიერაში 96ჯერ გავიდა საჭიდაო ხალიჩაზე და მხოლოდ 2ჯერ დამარცხდა.

იმ დროისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალი წერდა: უცნაური მოჭიდავეა გივი კარტოზია! — ხალიჩაზე ზანტად ირჯება, აქეთ-იქით იცქირება, ზოგჯერ პარტერში მდგომი, მიმდინარე ჭიდაობის ყურებით ერთობა… და უეცრად მოწინააღმდეგეს ხალიჩაზე ბეჭებით აკრავს“.

სპორტსმენები ხშირად ამბობდნენ რომ გივისთან შეხვედრის ყოველთვის ეშინოდათ განსაკუთრებით მელბურის ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში მარცხის შემდეგ.მან კულმინაცია მოახდინა და მის შეჩერებას ვეღარავინ ახერხებდა.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ გივიმ რამოდენიმე საპასუხისმგებლო თანამდებობა გამოიცვალა.

გივი კარტოზია 1998წლის 3აპრილს გარდაიცვალა.დღეს დღეობით საქართველოში ტარდება მისი სახელობის საერთაშორისო ჩემპიონატი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ