მართალია, ჭიდაობაში რეკორდები ოფიციალურად არ აღინუსხება, მაგრამ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლევან თედიაშვილის ანგარიშზე მაინც მოდის რამდენიმე დღემდე განუმეორებელი შედეგი.

1974 წელს სტამბულის მსოფლიო ჩემპიონატზე ლევანმა სამ წამში მოუგო შვეიცარიელ რაფაელ მარტინეტის. ერთი წლით ადრე თეირანში თედიაშვილი ჯერ თავისუფალ ჭიდაობაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, სამიოდე დღის შემდეგ კი იქვე სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.

ის მსოფლიოში ერთადერთი მოჭიდავეა, ვინც სამ სხვადასხვა წონაში მოიპოვა უმაღლესი სპორტული ტიტულები.

ლევან თედიაშვილი – ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 73, 74, 75) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 76, 78). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 640 ორთაბრძოლა კარიერაში და 638 მოგება!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ