თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს პირველობა დასრულა. 29 თებერვალს კი ძალიან სამწუხარო რამ მოხდა.

ლუკა მარიამიძემ, რომელიც 74 კგ. კატეგორიაში გამოდიოდა, რამდენიმე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გააღწია. ნახევარფინალში ჭიდაობისას მას ტრიბუნებიდან მამა ქომაგობდა, რომელიც მოულოდნელად გულის შეტევით ადგილზევე გარდაიცვალა.

ლუკამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, თუმცა მის იქ გამოსვლას არავინ ელოდა.

პირველ მარტს ფინალური შეხვედრები გაიმართა. მოულოდნელად, დილით დარბაზში ლუკა მარიამიძე გამოცხადდა და განაცხადა, რომ ის აუცილებლად იჭიდავებდა.

ლუკა საღამოს ხალიჩაზე გავიდა, სუფთად მოიგო და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. შემდეგ კი ემოციებს ვეღარ გაუძლო…

ლუკა მარიამიძე ჭაბუკთა ნაკრების წევრი იყო, ახლა კი ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ყოფნა გაინაღდა.

Marca.ge -ის ადმინისტრაცია ლუკას და მის ოჯახს უსამძიმრებს

სტატია მომზადებულია crystalsport.ge მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ