მარტი 29, 2024

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩი ნაპოლი სტუმრად მილანთან 0:1 დამარცხდა.

 

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 81-ე წუთამდე იყო. აქტიურობდა, პირველივე წუთზე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მილანის ფეხბურთელმა, რადე კრუნიჩმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. იტალიურმა მედიამ კვარას თამაში საშუალო ქულებით შეაფასა.

 

Calcionapoli1926 – 6 ქულა: “გუნდის დამუხტვას ცდილობს, მაგრამ მარტო იბრძვის”.

 

 

Eurosport – 6 ქულა: “წარმოუდგენელი მომენტი ჰქონდა პირველივე წუთზე, რომელიც კრუნიჩმა დაბლოკა. როდესაც სივრცეს პოულობს, ამტკიცებს, რომ შეიძლება დამანგრეველი იყოს, მაგრამ ხშირად ორმაგი მეურვეობის წინაშე ხვდება და ყველაფერი რთულდება”.

 

Calciomercato – 6 ქულა: “დიდებული შანსი პირველ წუთზე, მაგრამ მილანის დაცვა კარში კედლად აღიმართა. ნაპოლის ნაპერწკლები მის მოქმედებებში ჩანდა”.

 

Mediaset – 5 ქულა: “თამაშის სტარტზე საოცარი მომენტი ვერ გამოიყენა და მერე თამაშში ბოლომდე ვეღარც შევიდა. კრუნიჩის დახმარებით კალაბრია ძალიან კარგად აკავებდა”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *