აპრილი 16, 2024

ბელგრადში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველმა ფალავნებმა ორი მედალი მოიპოვეს.

 

აივენგო რიკაძემ (82 კგ) ფინალში შვეიცარიელი რაინერ ბეჩარტი 5:1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

 

ფინალამდე მან ესტონელ კალჟოლას, ფინელ კეტონენს, რუს ოჟაევს და ირანელ ნაგუსს სძლია.

 

ფრიდონ აბულაძემ (60კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლა უზბეკ მუჰამადკოდირ იუსუფოვს მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ჯონი ხეცურიანი (67 კგ), რომელიც ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში რუსეთის წარმომადგენელ მეჰდი იახიევთან დამარცხდა.

 

შეგახსენებთ, გუშინ ოქროს მედალი ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიპოვა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *