• იანვარი 27, 2022 1:46 pm

U18. “უმცროსი ბორჯღალოსნები” ევროპის ჩემპიონები ლელოს გაშვების გარეშე გახდნენ

“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” კალინინგრადში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია 27:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გახდა ტურნირის გამრჯვებული.

 

ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი 22:0 მოიგო და მეტოქეს საქმე შესვენებამდე მოუთავა.

 

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ტიტული ლელოს გაშვების გარეშე შეინარჩუნა – ფინალამდე მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0, ხოლო ნახევარფინალში ბელგია 37:3 დაამარცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.