აპრილი 16, 2024

თბილისის “დინამომ” სპორტული მიმართულების ახალ ხელმძღვანელად საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე რეხვიაშვილი წარადგინა. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ კახა ცხადაძემ გუნდთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

 

რომან ფიფია: “ზაზა დოლიძე ბიზნეს-მიმართულებით იმუშავებს,

კლუბს ასევე, ფინანსური დირექტორიც ეყოლება.

 

“დინამოს” მმართველი ე.წ. “ბორდი” იქნება, რაც სრულიად ახალი ტიპის სტრუქტურაა.

 

ცხადაძისა და რეხვიაშვილის დონის პროფესიონალებს “დინამოში” ერთდროულად არასდროს უმუშავიათ.”

 

ალექსანდრე რეხვიაშვილი: “ძირითადი გათვლა “დინამოს” აკადემიაზე იქნება, გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ კი შესაძლებელია, ის ბიზნეს-პროექტად იქცეს და კლუბს დამატებითი შემოსავალი მოუტანოს.”

 

კახა ცხადაძე: “დინამო” ყველას

საყვარელი კლუბი იყო, ახლა კი ერთგვარ სიძულვილის მიმართულებად გადაიქცა.

 

ჩვენ არსებული რესურსით მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ, შემდეგ კი არაერთი ისეთი ფეხბურთელის დამატება იგეგმება, უკანასკნელ წლებში საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი წევრები რომ იყვნენ.”

7 thoughts on “ფიფია: “დინამოში” ამ დონის პროფესიონალებს ერთად არასდროს უმუშავიათ!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: akvafort.club კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *