აპრილი 16, 2024

31 ივლისს, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა, 96კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანტონ პლესნოიმ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

24 წლის სპორტსმენმა ატაცში 177 კილოგრამი დააფიქსირა და ამ დისციპლინაში მე-3 ადგილი დაიკავა. პლესნოიმ აკვრაში 210 კილო ასწია, ის აქაც მე-3 იყო. საერთო ჯამში, მან 387 კგ დააფიქსირა და ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება №39-ის მიხედვით, ანტონ პლესნოი ბრინჯაოს მედლის მოპოვებისათვის 68 000 ლარს მიიღებს.

2 thoughts on “რა თანხა გამოიმუშავა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვებით?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: dr. Jáger Krisztina კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *