მარტი 28, 2024

ქუთაისის ტორპედო საქართველოს ჩემპიონატის 21-ე ტურში თბილისის საბურთალოსთან დუბლშემადგენლობით ითამაშებს. მთავარი გუნდის წევრებმა ვარჯიში შეწყვიტეს და თამაშზე უარს ამბობენ. იმერულ კლუბში ისევ მძიმე ფინანსური პრობლემებია და 3 თვეა ფეხბურთელებს ხელფასი არ აუღიათ.

ტორპედო უახლოესი მატჩისთვის მეორე გუნდის, 19 და 17-წლამდელთა გუნდების ფეხბურთელებით ემზადება. ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:

კახა ჩხეტიანი (ტორპედოს მთავარი მწვრთნელი)

 

“გუნდში ძალიან ცუდი განწყობაა. ბიჭებს ალბათ უკვე ყელში აქვთ ეს ყველაფერი ამოსული და დიდი გუნდი თამაშზე არ მიდის. დუბლშემადგენლობა ემზადება საბურთალოსთან მატჩისთვის. ყველაზე რთული მომენტი ის არის, რომ ფეხბურთელებმა ვერ გაიგეს, მოდის თუ არა გუნდში ინვესტორი. გაუსაძლისი მდგომარეობაა, ყველას ოჯახები ჰყავს. ერთხელ და სამუდამოდ რაღაც უნდა გაირკვეს. იანვრის შემდეგ მხოლოდ ორი თვის ხელფასი აქვთ აღებული. აქ მარტო ფეხბურთელები არ არის, გუნდში დედის და მამის ტოლა ხალხი მუშაობს, რომელთაც 300 და 400 ლარი აქვთ ხელფასი ყოველდღე მოდიან, რომ ბიჭებს ვარჯიშამდე ყველაფერი დაახვედრონ, რაც საჭიროა. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ბიჭებს მადლობას ვუხდი, რომ აქამდეც გაჩერდნენ და მოითმინეს. ფეხბურთელები 3-4 დღე დაგველოდებიან, რადგან რაღაც უნდა გადაწყდეს, ან კარგად, ან ცუდად. არის ადამიანი, რომელსაც უნდა კლუბში მოსვლა, მაგრამ იურიდიული საკითხებია მოსაგვარებელი და ვფიქრობ, აქამდეც უნდა გადაწყვეტილიყო. ყველა პროცედურას დრო სჭირდება, მაგრამ ორ თვეზე მეტია გუნდში ვარ და სულ ამაზე მიდის საუბარი. გავიდა ეს დრო და ფეხბურთელების მდგომარეობას ეს ამძიმებს. ფეხბურთელების დავალიანება ნებისმიერ შემთხვევაში გადასახდელი იქნება. ვერავის დავავალდებულებით, რომ ერთი წელიწადი უფასოდ ითამაშოს, მათ ყველაფერი გაიღეს კლუბისთვის. სასწრაფოდ არის რაღაც გასაკეთებელი, რომ ეს ბიჭებიც არ დავკარგოთ და გავძლიერდეთ, რადგან ყველა გუნდი ძლიერდება”.

48 thoughts on “ამას დასასრული არ უჩანს’ – ტორპედოში ისევ მძიმე ფინანსური პრობლემებია

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: paint spray gun კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *