აპრილი 16, 2024

მადრიდის ,,რეალის” ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა გამოცემა ,,Onze Mondial”-ის ვერსიის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ჟურნალისტების გამოკითხვით ბენზემამ ხმების 47.3 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილზე ,,ბარსელონას” სუპერვარსკვლავი არგენტინელი ლიონელ მესი გავიდა. სამხრეთ ამერიკელმა 20,1% დააგროვა.

მე-3 ადგილი 11,3%-ით
,,ბაიერნის” პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის მიაკუთნეს.

წლევანდელ სეზონში ქარიმ ბენზემამ ლა ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა. მან 22 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ცოტა ხნის წინ, ბენზემამ 6-წლიანი პაუზის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებში დააბრუნეს და ევრო 2020-ზე ითამაშებს.

,,Onze Mondial” საფეხბურთო პრემიას ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებს
1976 წლიდან გადასცემს.

შარშან ეს პრიზი ,,ლივერპულის” სენეგალელმა ფეხბურთელმა სადიო მანემ მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *