აპრილი 16, 2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ივნისის ამხანაგური მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს ნაკრები 2 ივნისს სტუმრად რუმინეთს დაუპირისპირდება, 6-ში კი ამხანაგურად ნიდერლანდებთან ითამაშებს. სანიოლის გუნდი, რომლის 26-კაციანი შემადგენლობა უკვე ცნობილია, თბილისში შეკრებას 24-31 მაისს გაივლის.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

…შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან მატჩების რეზიუმე: პირველ სამ მატჩში შესაძლებელი იყო მეტი ქულის მოპოვება, მაგრამ ამ თამაშებმა გვაჩვენა, რომ კიდევ არის ნაბიჯები გადასადგმელი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადებითი შედეგისგან შორს არ ვართ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. კმაყოფილი ვარ იმ თამაშით, რაც ჩვენმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის საწყის შეხვედრებში მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებების წინააღმდეგ აჩვენა.

…ბათუმში გასამართი სანაკრებო მატჩები: დიახ, ბათუმში ვიმყოფებოდი, არაჩვეულებრივი სტადიონია და სასიამოვნო იყო ყველაფერი, რაც ვნახე. რა თქმა უნდა, განსხვავდება დიდი და პატარა სტადიონები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია გულშემატკივრების მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, კოსოვოსთან ბათუმში ნამდვილად განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება. თუმცა, მანამდე ამხანაგური მატჩები გვაქვს და ახლა მხოლოდ რუმინეთთან და ნიდერლანდებთან მატჩებზე ვფიქრობთ.

…სერგო კუხიანიძის მიწვევაზე: ნამდვილად კარგი სიურპრიზია ეროვნული ლიგიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი. ის ნამდვილად განსხვავებულია იმ ფეხბურთელებისგან, რომელიც ამ პოზიციაზე განიხილება. მოწადინებულია გოლის გატანაზე და დავინახავთ, რა შეიძლება გააუმჯობესოს უფრო მეტი ეფექტიანობისთვის. ყველასთვის ღიაა ნაკრების კარი, არ აქვს მნიშვნელობა 3-4 წლის წინ ვინ როგორ თამაშობდა, მთავარია, ახლა ვინ როგორ თამაშობს და როგორ ფორმაშია, მე კი მზად ვარ, შანსი ნებისმიერ ფეხბურთელს მივცე.

…გიორგი ქვილითაიას არგამოძახებაზე: ვთვლი, რომ გიორგი ქვილითაიას კარგი რესურსი აქვს. ზოგადად ვფიქრობ, რომ ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში მოდის, 100%-ით უნდა იყოს მზად და აჩვენოს შესძლებლობები. მან პირველ შეკრებაზე ეს გააკეთა, მაგრამ ფიზიკური კონდიციები უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს, თანამედროვე ფეხბურთში ეს აუცილებელია. ვიღებ პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებაზე. მას უკეთ ვიცნობ, ვიდრე ამ შეკრებაზე გამოძახებულ ახალ ფეხბურთელს, კუხიანიძეს. ნებისმიერმა ფეხბურთელმა ბევრი უნდა იმუშაოს და ეს კარგია კონკურენციისთვის.

…სანიოლი თბილისში იცხოვრებს: ჩემს ასისტენტთან ერთად გადავწყვიტე, რომ ვიცხოვრო თბილისში და არა სასტუმროში. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, გავიცნო ეს ქვეყანა, მისი კულტურა და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოში ცხოვრების შესახებ. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის.

…საქართველოს ჩემპიონატის დონეზე: რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი შეხედულება და აზრი, მაგრამ რთულია ამ ფორმატში ყველაფერზე ისაუბრო. ვთვლი, რომ უშუალოდ ფეხბურთელებთან, მწვრთნელებსა და კლუბებში დასაქმებულ ხალხთან მქონდეს კომუნიკაცია და ერთად ვიმუშავოთ. თაამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფიტნესი, ფიზიკური კონდიცია და მომდევნო წლებში უკეთესი მდგომარეობა იქნება ამ კუთხით. მზად ვარ, ვიმუშაო მათთან ერთად, გვქონდეს დიალოგი, რომ საკითხი გარკვეულწილად მოგვარდეს.

რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე, ქალაქი პლოიეშტი უმასპინძლებს, 6 ივნისს კი, 20:00 სთ-ზე, ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან. ამხანაგური მატჩების რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

23 thoughts on “ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

  1. Indihome Jakarta Timur saat ini datang dengan pelayanan pasang jaringan Indihome
    lewat cara online, anda tidak butuh tiba ke kantor indihome buat kerjakan register penempatan indihome.
    Ini sebagai wujud service digital paling depan dari Indihome Jakarta Timur
    buat membantu warga Jakarta Timur yang ingin nikmati
    jaringan internet cepat indihome. Dengan memakai Tehnologi Fiber Optik, kami menjajakan sejumlah pelayanan paket internet seperti Singgel Play, Dual Play serta Triple Play.
    Disamping itu kami tawarkan sejumlah Add On Teratas buat anda cicipi dengan keluarga.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Nurffoome კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *