მარტი 29, 2024
marca.ge მარი ქერდიკაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად უნგრეთში იმყოფება. ის ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძოდა სხვა ქართველ თუ უცხოელ სპორტსმენებთან ერთად.
მარის სულ რაღაც 0,36 წამის მეასედი დააკლდა ლიცენზიამდე და ევროპის სალიცენზიო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. გოგონების C1 200 მეტრიან გაცურვაში მხოლოდ პირველი ადგილი იღებდა ტოკიოს საგზურს. მარიმ ყველას დაანახა მისი ბრძოლისუნარიანობა, ის ქალთა მსოფლიო კანოეს ლიდერთა შორისაა❗❗❗🔥🔥🔥🇬🇪🇬🇪🇬🇪
შეგახსენებთ რომ მომავალ კვირას, რუსეთის ქალაქ ბარნაულში, გაიმართება ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშების მეორე ეტაპი. სადაც, ჩვენს საამაყო სპორტსმენს კიდევ ერთი შანსი აქვს ტოკიოს საგზურის მოსაპოვებლად
მარიმ თავისი ემოციები გაგვიზიარა.
-კონკრეტულად ამ შეჯიბრისთვის ბევრს ვემზადებოდი და მოლოდინებიც მქონდა რა თქმა უნდა. ვფიქრობ რომ მაქსიმალური გავაკეთე ამ შეჯიბრზე და შედეგითაც კმაყოფილი ვარ, უბრალოდ ლიცენზიისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა ჩემი შედეგი რაც ძალიან სამწუხაროა.
ჩვენ ასევე დავინტერესდით  სპორტის ამ სახეობაში მარის განვლილი გზით…
-10 წლის ვიყავი რომ დავიწყე ვარჯიში მაგრამ მაშინ ბაიდარკაზე ვიყავი. რამდენიმე წლის მერე გადავედი კანოეზე, რადგანაც ვფიქრობდი რომ კანოე უფრო მომწონდა და ბევრად რთულიც იყო ბადარაკასთან შედარებით.
მარი 22 წლისაა. არც ისე დიდი ასაკის მიუხედავად მან ამ დღეებში დიდ წარმატებას მიაღწია.
-რაც შეეხება შედეგებს ქალთა მსოფლიო თასზე მაქვს მეორე ადგილი აღებული, ასევე ევროპოს ჩემპიონატზე 23 წლამდე მეორე და მესამე ადგილი მაქვს აღებული.
პირადი მწვრთნელი ორი მყავს შალვა მუსოევი და გოჩა ჩიხაშვილი
ნაკრების მწვრთნელი კახა ლომიშვილი.
მარი დუშეთის რაიონიდანაა, სოფელი მლაშე და ის ბაზალეთის ტბაზე ვარჯიშობს.
ნიჩბოსნობის განსავითარებლად მარი მიიჩნევს რომ საჭიროა საქართველოს ყველა ბაზაზე იყოს საჭირო ინვენტარი რათა ბავშვებმა შეძლონ სიარული.
marca.ge მადლობას უხდის ახალგაზრდა და წარმატებულ სპორტსმენს მარი ქერდიკაშვილს და უსურვებს წარმატებებს სამომავლოდ!

12 thoughts on “,,ლიცენზიისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა ჩემი შედეგი რაც ძალიან სამწუხაროა”

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: http://bit.ly/3mG8gY3 კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *