მარტი 29, 2024

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 36-ე ტურის მატჩში ,,ბარსელონამ” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

კატალონიელებმა სტუმრად, ვალენსიაში, გიორგი ქოჩორაშვილის
,,ლევანტესთან” ვერაფერი გააწყვეს.
შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.

ან არა და ,,ბარსელონამ” არგენტინელი სუპერვარსკვლავის ლიონელ მესისა და პედრის გოლებით პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.

რა შეეხება ქართველ გიორგი ქოჩორაშვილს, მან კატალონიური გრანდის წინააღმდეგ ბოლო წუთები ითამაშა.
ქოჩორაშვილი ,,ლევანტეს” მწვრთნელებმა მოედანზე 90-ე წუთზე შეიყვანეს.

ამ შედეგის გათვალისწინებით, ,,ბარსელონამ” 76 ქულა დააგროვა და სატურნირი ცხრილში მე-2 ადგილზე გადავიდა.
რონალდ კუმანის გუნდი ლიდერ ,,ატლეტიკოს” ერთი ქულით ჩამორჩება.
მე-3 ადგილზეყოფ ,,რეალს” 1 ქულით უსწრებს.
მადრიდელებს კატალონიელებთან შედარებით 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

,,ლევანტე” 3:3 ,,ბარსელონა”
25′ მესი (0-1), 34′ პედრი (0-2), 57′ მორენო (1-2), 59′ მორალესი (2-2), 64′ დემბელე (2-3), 83′ ლეონი (3-3)

36 thoughts on “,,ბარსელონამ” გიორგი ქოჩორაშვილის ,,ლევანტესთან” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: anticor53.fr კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *