აპრილი 16, 2024

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის ფინალის რეპეტიცია შედგა.

მანჩესტერის, ,,ეტიჰად სტედიუმზე” ადგილობრივი ,,სიტი” ლონდონის ,,ჩელსის” დაუპირისპირდა.

ყველაზე პრესტიჟულ ტურნირის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული გუნდების შეხვედრაში მასპინძლები 44-ე წუთზე რაჰემ სტერლინგის გოლით დაწინაურდნენ.

პირველ ტაიმის ბოლოს მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ,,მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა ანგარიშის გაორმაგების შანსი ხელიდან გაუშვეს.
არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ პენალტი ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმი ლონდონელმა
,,არისტოკრატებმა” შესანიშნავად ჩაატარეს და გამარჯვებაც იზეიმეს.

,,ჩელსიმ” წონასწორობა 63-ე წუთზე აღადგინა
მაროკოელმა ჰაკიმ ზიეჩიმ ესპან სესარ ასპილიკუეტას პასით იხეირა.

.,,ჩელსის” გამარჯვება მარკო ალონსომ მოუტანა..
ესპანელმა გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გერმანელ ტიმო ვერნერის პასით გაიტანა.

წაგების მიუხედავად, ,,მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგაში ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს.
,,ქალაქელებს” 80 ქულა გააჩნიათ და მე-2 პოზიციაზე მყოფ ,,მანჩესტერ იუნაიტედს” 13 ქულით უსწრებენ.

,,წითელ ეშმაკებს” კონკურენტთან შედარებით 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

,,ჩელსი” კი 64 ქულით მე-3 ადგილზე გადავიდა.

,,მანჩესტერ სიტი” 1:2 ,,ჩელსი”
44′ სტერლინგი (1-0), 63′ ზიეჩი (1-1), 90+3′ ალონსო (1-2)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *