მარტი 29, 2024

ფრანკო ბარეზი (იტალ. Franco Baresi; დ. 8 მაისი1960, ტრავალიატო, ბრეშაიტალია) — იტალიელი ფეხბურთელიიტალიის ეროვნული ნაკრების და „მილანის“ მცველი1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი1994 წლის ვიცე-ჩემპიონი და 1990 წლის ბრინჯაოს პრიზიორი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მცველადკლუბისადმი ერთგულების, სანიმუშო სპორტული თავდადებისა და თვალსაჩინო მიღწევების გამო მას „მილანის“ საუკუნის ფეხბურთელის ტიტული მიენიჭა. 2013 წელს, იტალიური ფეხბურთის წინაშე მისი განსაკუთრებული დამსახურების ნიშნად იგი იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრად აირჩიეს.

კარიერა

ბარეზის საკლუბო კარიერა მთლიანად „მილანთანაა“ დაკავშირებული. თუმცა მისი ძმა, ჯუზეპე „ინტერის“ ფეხბურთელი იყო და პატარა ფრანკოსაც დიდი სურვილი ჰქონდა ძმის გვერდით ეთამაშა, მაგრამ „ნერაძურის“ ხელმძღვანელობამ მის მიღებაზე უარი განაცხადა. უმცროსი ბარეზიც მეორე მილანურ კლუბში მივიდა და მთელი კარიერა სწორედ შავ-წითელი მაისური ატარა.

მილანის ბავშვთა გუნდიდან ფრანკო ბარეზი ძირითად გუნდში 1977 წელს მოხვდა. 2 წლის შემდეგ კი პირველი ტიტული მოიგო — სკუდეტოს მფლობელი გახდა. კარიერა ასე მარტივად არ გაგრძელებულა, მალე კლუბი დიდ სკანდალში გაეხვია — გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულეს და კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად „მილანის“ ფეხბურთელებიც დააკავეს, „როსონერი“ კი სერია B-ში დააქვეითეს. კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს და უარი თქვეს ქვედა ლიგაში ასპარეზობაზე. ამიტომ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ფრანკო ბარეზისა და მაურო ტასოტიზე გაკეთდა. იმ სეზონში მილანელებმა იტალიის სერია B მოიგეს და „ელიტაში“ დაბრუნდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი წლით, რადგან იტალიის ჩემპიონატზე მე-14 ადგილზე გავიდნენ და კვლავ დაქვეითდნენ. თუმცა კიდევ ერთხელ მოიგეს სერია B და კვლავ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდნენ.

1985 წელს კიდევ ერთი სკანდალი მოხდა. მაშინ ბარეზი უკვე გუნდის კაპიტანი იყო. „მილანის“ პრეზიდენტმა ჯუზეპე ფარინამ დიდი თანხა მიითვისა და სამხრეთ აფრიკაში გაიქცა. „როსონერი“ გაკოტრებულად გამოცხადდა და ფეხბურთელების, მათ შორის ბარეზის ბედი გაურკვეველი დარჩა.

მალე კლუბის აქციები იტალიელმა ტელემაგნატმა სილვიო ბერლუსკონიმ შეიძინა და „მილანშიც“ ახალი ერა დაიწყო. ყველაფერს პომპეზური დასაწყისი ჰქონდა — ბერლუსკონი ვერტმფრენით დაჯდა „სან-სიროზე“, მენეჯერებთან და ფრანკო ბარეზისთან ოფიციალური შეხვედრა გამართა და საკუთარი მიზნები გააცნო. მაშინ ახალმა მფლობელმა ფეხბურთელების შესაძენად 21 მილიონი დოლარი დახარჯა და მთელი მსოფლიო გააოცა. კლუბში მოვიდნენ რუუდ გულიტიფრანკ რეიკარდივან ბასტენიკარლო ანჩელოტი, ბარეზისა და ტასოტის ახალგაზრდა მალდინი – კოსტაკურტას დუეტი დაემატა. ეს ოთხეული დღემდე ყველა დროის საუკეთესო დაცვადაა მიჩნეული.

ბოლოს, მთავრ მწვრთნელად არიგო საკი დაინიშნა და შეიქმნა გუნდი, რომელიც ზედეზედ რამდენიმე სეზონი ბატონობდა ევროპულ ფეხბურთში. საკის „მილანი“ მწყობრ ტაქტიკაზე დაფუძნებულ ფეხბურთს თამაშობდა, ყველა რგოლი ბოლომდე გამართული იყო. მაშინ „როსონერის“ ფრანკო ბარეზი კაპიტნობდა.

წარმატებული სეზონები

1988 წელს სკუდეტოს და იტალიის თასს იგებენ, 1989-ში — ევროპის სუპერთასს, საერთოდ, 1989 წლიდან 1994 წლამდე ყველაფერი მოიგეს, რაც კი შეიძლება ევროპულმა კლუბმა მოიგოს. მხოლოდ ჩემპიონთა თასი ფრანკო ბარეზიმ 3-ჯერ აღმართა. ლიგის ფინალებს შორის გამრჩეული მატჩი 1994 წელს კრუიფის „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩაატარეს. მაშინ „მილანმა“ 4 უპასუხო გოლი გაუტანა ევროპული ფეხბურთის გრანდს. იმ დროს კატალონიურ კლუბს „ოცნების გუნდსაც“ ეძახდნენ.

1996 წელს „მილანი“ კიდევ ერთხელ ხდება იტალიის ჩემპიონი, რასაც რამდენიმეწლიანი ჩავარდნა მოსდევს. ფრანკო ბარეზი სკუდეტოს მოგების შემდეგ კიდევ ერთ სეზონს რჩება კლუბში, შემდეგ კი კარიერას ასრულებს. კაპიტანი „როსონერიდან“ მაშინ წავიდა, როდესაც გუნდში კრიზისი დაიწყო. კაპიტნის სამკლაური კი მალდინის გადაულოცა.

რამდენიმე წლის შემდეგ „მილანის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით 6 ნომრიანი მაისური ბარეზის სამუდამოდ მიეკუთვნა. მას შემდეგ „როსონერის“ შემადგენლობაში ამ ნომრით აღარავინ თამაშობს.

ბარეზიმ საერთო ჯამში 20 სეზონი გაატარა კლუბში, რომლის ღირსებაც 719 ოფიციალურ შეხვედრაში დაიცვა და „მილანის“ ყველა დროის საუკეთესო მცველად დასახელდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ფრანკო ბარეზიმ დაცვაში თამაში ხელოვნებად აქცია.

სანაკრებო კარიერა

1982–1994 წლებში იყო იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 81 მატჩი ითამაშა და ერთი ბურთი გაიტანა.

მსოფლიო ჩემპიონატებზე

ბარეზიმ მსოფლიო ჩემპიონატების 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი იტალიის დროშა 2 მცველი 0 0 0 0 0
ჩემპიონი
1990 იტალიის დროშა იტალია იტალიის დროშა 2 მცველი 7 0 6 1 0
მესამე ადგილი
1994 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ იტალიის დროშა 6 მცველი 3 0 1 1 1
ვიცე-ჩემპიონი

ფრანკო ბარეზიმ იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი მოიგო. 1982 წელს ესპანეთში გუნდთან ერთად გაემგზავრა, მაგრამ მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია, მაშინ გაეტანო შირეას შემცვლელი იყო. იტალია მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი ბარეზიმაც მიიღო.

მალე ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და მომდევნო მუნდიალზე უკვე აძურას კაპიტნობდა კიდეც, მაშინ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მნიშვნელოვანი იყო ფრაკნო ბარეზისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში იტალია შესანიშნავად ასპარეზობდა, იმდროინდელ ნაკრებში რობერტო ბაჯო ბრწყინავდა და სკუადრა აძურამაც ფინალში გააღწია, სადაც ბრაზილიას დაუპირისპირდა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტის შესრულება ფრანკო ბარეზისაც დაეკისრა, თუმცა კაპიტანმა ვერ გაიტანა. გადამწყვეტი დარტყმა ბაჯომ შესარულა, მანაც ააცილა და იტალიის ნაკრებიც ოქროს მედლის გარეშე დარჩა. ფრანკო ბარეზისთვის ეს მატჩი უკანასკნელი იყო, ამერიკაში გამგზავრებამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ნაკრებიდან წავიდოდა.

სამწვრთნელო კარიერა

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ფრანკო ბარეზი ცოტა ხანს მუშაობდა ინგლისური ფულემის დირექტორად. მალევე დაბრუნდა მილანში და მილანის ახალგაზრდული გუნდს ჩაუდგა სათავეში, 20 წლამდე ახალგაზრდებს წვრთნიდა. 2006 წელს გადაიყვანეს 19 წლამდელებში, მაგრამ ამ თანამდებობაზე დიდხანს არ უმუშავია და საკუთარი ნებით გადაგა.

გამოყენებული მასალა – ვიკიპედია

52 thoughts on “დღეს ლეგენდარული ფრანკო ბარეზის ,,მილანის” მცველის დაბადების დღეა

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: edy-f.com კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *