აპრილი 16, 2024

მადრიდის, ,,ალფრედო დი სტეფანოს” სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური სერიის პირველი მატჩი შედგა.

,,რეალისა” და ,,ჩელსის” დაპირისპირება დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა.
გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.

მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

მე-10 წუთზე მეკარესთან ერთიერთზე დარჩენილმა ,,ჩელსის” გერმანელმა ფორვარდმა ტიმო ვერნერმა ანგარიშის გახსნა ვერ შესძლო. მადრიდელები მეკარე ტიბო კურტუამ გადაარჩინა.

მე-14 წუთზე ლონდონელები კრისტიან პულისიჩმა დააწინაურა.
ამერიკელმა ფეხბურთელმა ,,რეალის” დაცვაში შექმნილი ქაოსით ისარგებლა.

23-ე წუთზე ,,რეალის” ფრანგი ფორვარდის ქარიმ ბენზემას დარტყმული ბურთი ინგლისური კლუბის კარის ძელს მოხვდა.

29-ე წუთზე ბენზემას ულამაზესი გოლით ,,რეალმა” წონასწორობა აღადგინა.
ფრანმა ნახევარბრუნში შესანიშნავი დარტმა შეასრულა.

პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამ წყვილში ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის ვინაობა ლონდონში გაირკვევა.

,,ჩელსისა” და ,,რეალის” 1/2 ფინალის განმეორებითი დაპირისპირება 5 მაისს, გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა
1/2 ფინალი

მადრიდი, ,,ალფრედო დო სტეფანო”

,,რეალი” (ესპანეთი) 1:1
,,ჩელსი” (ინგლისი)
14′ პულისიჩი (0-1), 29′ ბენზემა (1-1)

,,რეალი”: კურტუა, მილიტაო, ვარანი, ნაჩო, კარვახალი (77′ ოდრიოსოლა), მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი, მარსელო (77′ ასენსიო) , ბენზემა (90+2′ როდრიგო), ჟუნიორ ვინისიუსი (66′ აზარი)
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

,,ჩელსი”: მენდი, კრისტიანსენი, ტიაგო სილვა, რუდიგერი, ასპილიკუეტა (66′ ჯეიმსი), კანტე, ჯორჯინიო, ჩილუელი, პულისიჩი (66′ ზიეჩი), მოუნტი, ვერნერი (66′ ჰავერცი)
მთავარი მწვრთნელი: თომას ტუხელი

84 thoughts on “ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ,,რეალი” და ,,ჩელსი” დაზავდნენ

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: helentamira.de კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *