აპრილი 17, 2024

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, შესაძლოა შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი შეიცვალოს.

 

ჩვენებურზე ნამდვილი ნადირობა მიმდინარეობს რუსეთში, რამოდენიმე დღის წინ “კრასნოდარმა” ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა “რუბინს” რაზეც უარი მიიღო, ქართველის გადაბირებაზე  მოსკოვის ცსკა-ც გააქტიურდა.

 

რუსული მედიის ცნობით, მოსკოველები მსუყე შეთავაზებას ამზადებენ რაზეც “რუბინი” უარს ვერ იტყვის.

 

სანაკრებო პაუზის დროს, კვარაცხელიამ ორი მატჩი ჩაატარა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების რიგებში და ორივე მატჩში თავი გამოიჩინა მოპოვებული პენალტით და სადებიუტო გოლით ნაკრების მაისურით.

 

აქვე გეტყვით, რომ “რუბინს” ხვიჩას გაყიდვა რუსეთში არ სურს და მათი მიზანია, რომ ქართველის გასხვისებით მინიმუმ 30 მილიონი ევრო გამოიმუშავონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *