აპრილი 16, 2024

Give Me Sport-თან საუბრისას, ფაბრიციო რომანომ გამოავლინა ერთი სახელი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედისთვის ფრენკი დე იონგის შესაძლო ალტერნატივების სიაში მოხვდა.

 

კითხვაზე, განიხილავენ თუ არა წითელი ეშმაკები სხვა ვარიანტებს, რომანომ თქვა: “დარწმუნებული ვარ, მათ აქვთ ალტერნატივა. რუბენ ნევესი არის ფეხბურთელი, რომელიც გასულ ზაფხულს უკვე იყო სიაში. ის ყოველთვის იყო მანჩესტერ იუნაიტედის სიაში და  ეს ნამდვილად დასაფასებელია.”

 

25 წლის ნევესი ვულვზის პრემიერ ლიგაში დაწინაურების შემდეგ  რეგულარულად თამაშობდა. ფაქტობრივად, მან გაიმყარა რეპუტაცია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნახევარმცველი უმაღლეს ლიგაში.

 

The Telegraph-ის მტკიცებით კი  „მგლები“ დაახლოებით 70 მილიონი ფუნტს მოითხოვენ ნევესისთვის, რომლის კონტრაქტი 2024 წელს იწურება.

იმავდროულად, იუნაიტედი განახლებულ წინადადებას წარადგენს ბარსელონას ნახევარმცველისთვის ამ კვირის ბოლოს და სავარაუდოდ, ნიდერლანდელში იგივე თანხის გადახდა მოუწევთ,რაც ნუნესში,ამიტომ ვულვზის ნახევარმცველი კარგ ვარიანტად ითვლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *