აპრილი 16, 2024

რომან დოლიძემ (12-1) UFC-ში მორიგი ბრძოლა ნორვეგიელ ჯეკ ჰერმანსონთან (23-8) გამართა და ტექნიკური ნოკაუტით მეორე რაუნდში გამარჯვება იზეიმა.

 

UFC-მ 34 წლის ქართველი სპორტსმენის ინდივიდუალური გამოსვლა გამოარჩია – მისი ბრძოლა “საღამოს წარმოდგენად” (Performance of the Night) დაასახელა. შესაბამისად, დოლიძე ბონუსად 50 000 დოლარს მიიღებს.

 

რომან დოლიძისთვის ჰერმანსონთან მოგება UFC-ში მოპოვებული ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. ქართველი მებრძოლი მომავალ კვირაში საშუალო წონის დივიზიონის რეიტინგის ტოპ 10-ში იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *