მარტი 29, 2024

პორტუგალიის ქალაქ ოეირასში გამართულ “ბილი ჯინ კინგის” ტურნირზე ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა.

 

ტურნირის განახლებულ სანაკრებო რეიტინგში, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები 49-ე პოზიციაზე იმყოფება (340 ქულა). აღსანიშნავია, რომ რეიტინგის განახლებამდე საქართველოს ნაკრები 62-ე ადგილს იკავებდა.

 

შეგახსენებთ, რომ “ბილი ჯინ კინგის” ტურნირზე, საქართველოს ნაკრებმა ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფში იასპარეზა. საქართველომ 6-დან 4 მატჩი მოიგო, I ჯგუფში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლება კი მასპინძელ პორტუგალიასთან განცდილი მარცხის შემდეგ დაკარგა.

 

“ბილი ჯინ კინგის” ტურნირის საუკეთესო ათეულს შვეიცარია (1072.15) უდგას სათავეში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *