მარტი 29, 2024

ნიკ კირიოსმა მსოფლიოს მეექვსე ნომერი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა Halle Open-ზე – დაამსხვრია ჩოგანი და კამათობდა მსაჯთან მატჩის დროს.

 

65-ე რეიტინგში მყოფი ავსტრალიელი დაბრუნდა და დაამარცხა ბერძენი ციციპასი 5-7 6-2 6-4. 27 წლის კირიოსმა პირველი სეტის წაგების შემდეგ თავისი ჩოგანი დაამტვრია. მეორე სეტში მსაჯთან იკამათა და მიიღო გაფრთხილება დროის დაკარგვის გამო – დაგვიანება კირიოსის თქმით, ხელებიდან ოფლის მოწმენდის გამო მოხდა.

 

“მან თქვა, რომ ძალიან ნელა ვთამაშობდი. სტატისტიკურად მე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ვარ”, – თქვა კირიოსმა.

 

“ხელების მოწმენდა მჭირდებოდა და მან გამაფრთხილა.”

 

კირგიოსისთვის ეს ზედიზედ მეორე მეოთხედფინალია და  ის უიმბლდონისთვის ემზადება. გასულ კვირას შტუტგარტში ნახევარფინალამდე გავიდა, შემდეგ კი ესპანელ ჩოგბურთელს პაბლო კარენო ბუსტას დაუპირისპირდება.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა ავსტრალიელი წყობიდან გამოვიდა. სასჯელი მაშინაც მიიიღო როცა შტუტგარტში ენდი მიურეისთან დამარცხებისას ჩოგანი დაამტვრია და გულშემატკივარს უხეშად მიმართა. მოგვიანებით კირიოსმა თქვა, რომ რასობრივი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *