აპრილი 18, 2024

სერია A-ს 30-ე ტურში, გათამაშების ლიდერი “ნაპოლი” “ვერონას” უმასპინძლებს. “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დიდი ალბათობით, ხვიჩა ხვალ სათადარიგოთა შორის იქნება, ვიქტორ ოსიმენი კი გამოჯანმრთელდა და გუნდს “მილანთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში აუცილებლად დაეხმარება.

 

“ვერონა” ძლიერი გუნდია. ისინი ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. ყურადღებით უნდა ვიყოთ და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ.

 

“კვარა”? სავარაუდოდ, ხვიჩა მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. ოსიმენი თავს კარგად გრძნობს და განაცხადში იქნება. ხვალინდელ შეხვედრაში კიმიც დაგვეხმარება, შემადგენლობის მთლიანად

შეცვლას არ ვაპირებ.

 

“მილანთან” დაპირისპირება? ხვალინდელი შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანია. თუ “ვერონას” დავამარცხებთ, სკუდეტოს მოსაპოვებლად 3 მატჩის მოგება დაგვრჩება და არა 4-ის.

 

“როსონერიზე” ჯერ არ ვფიქრობთ. ცხადია, სამშაბათს კიმ მინ-ჯე და ზამბო ანგისა ძალიან დაგვაკლდებიან, თუმცა ჩემს გუნდს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშებენ” – განაცხადა სპალეტიმ.

 

შეგახსენებთ, “ნაპოლისა” და “ვერონას” მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *