აპრილი 16, 2024
ქუთაისის “ტორპედომ” დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი კახა ჩხეტიანმა დატოვა. როგორც მოსალოდნელია, ჩხეტიანი თბილისის “დინამოს” ჩაიბარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხეტიანი “დინამოში” “ტორპედოს” თავდამსხმელის, თორნიკე კაპანაძის და კაპიტნის, როინ კვასხვაძის წაყვანას გეგმავს.

“დინამო” ესპანელმა მეკარემ, ხოსე პერალესმა დატოვა და კვასხვაძე მის შემცვლელად განიხილება, ხოლო, კაპანაძე თბილისელთა შედარებით ქაოტურ და მაღალ ფორვარდებიან თავდასხმას გააძლიერებს.

დედაქალური კლუბი ჩხეტიანს ორშაბათს წარადგენს. კვასხვა და ელვა იმ გამონაკლის ფეხბურთელებს შორის არიან, რომლებმაც “ტორპედოს” კრიზისის მიუხედავად არ დატოვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *