აპრილი 16, 2024

ექსკლუზიური  ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ქალ ფეხბურთელ თეონა თოდაძესთან!

რა ასკში დაიწყეთ ფეხბურთის თამში და რა იყო თქვენი ბავშობის ოცნება?

ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში დავიწყე, თუ ჩემს ოცნებას ფეხბურთს დავუკავშირებთ, ოცნება ხაბი ალონსოს თამაშის ნახვა იყო რასაც ვერ ავისრულებ.

რომელ გუნდში დაიწყეთ კარიერული წინსვლა და რომელ გუნდში მიაღწიეთ ყველაზე დიდ წარმატებას?

კარიერული წინსვლა ალბათ, როცა პირველად თურქეთში წავედი სათამაშოდ ეგ იყო.
წარმატებას ლანჩხუთში მივაღწიე, მოვიგე საქართველოს თასი და ჩემპიონატი როლიც 2020 ლიგაზე ვითამაშებთ.

როგორ შეაფასებდით საქართველოში შიდა ჩემპიონატის სიძლიერეს?

მეორე წელია ვთამაშობ საქართველოს ჩემპიონატში და ვფიქრობ, რომ ყოველ წელს იმატებს დონე და საინტერესო ხდება.

გქონიათ თუ არა შემოთავაზება უცხოური კლუბებიდან? რომელ გუნდში თამშზე ოცნებობთ?

დიახ მქონია იყო ეგეთი გუნდი
Pink Bari იტალიის გუნდი.

მაგრამ ვერმოვახერხე თამაში ტრანვის გამო და დავბრუნდი საქართველოში. ოცნებას რაც შეეხება, მსგავსი ოცნება არ მაქვს, მაგრამ სიამოვნებით ვითამაშებდი იუვენტუსში.

დაასახელეთ სიმბოლურად ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელი ქალი,მამაკაცი?

ანდრეა პირლო,ჩაბი ალონსო და ანტუან გრიზმანი

როგორ ხვდება საზოგადოება იმ ფაქტს, რომ ქალი ფეხბურთელი ხართ? ახდენს თუ არა გავლენას თქვენს კარიერული წინსვლაზე?

დიახ, არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც უკვირს, მაგრამ ამას კერიერაზე გავლენა რათქმაუნდა არ მოუხდენია.

რას ფიქრობთ რა არის თქვენი მაქსიმუმი კარიერის ბოლოს? რა გეგმები გაქვთ დასახული? გსურთ კარიერის უცხოეთში გაგრძელება თუ საქართველოში დაბრუნებას აპირებთ?

მე საქართველოში დავბრუნდი და ავღნიშნე კიდეც, მიფიქრია ისევ სადმე მეთამაშა საზღვარგარეთ მაგრამ … ვფიქრობ საქართველოში დავასრულებ კარიერას.

ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშობ, რომელი ჩემპიონატის თუ ტურნირის მოგება გსურთ ნაკრების მაისურით?

კი საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ, სურვილი მაქვს მოვიგო, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მსოფლიო ჩემპიონატი თუ ევროპა მთავარია მოვიგო.

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გახდეს საქართველოს ნაკრების წარმატების მიზეზი?

დასახული მიზნის მიღეწევა შესაძლებელია, მხოლოდ დიდი შრომითა და რუტინული ვარჯიშის ხარჯზე.

მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის და ბოლოს, რას უსურვებდით დამწყებ სპორცმენებს?

ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯოს და იშრომონ ეს მათ აუცილებლად დაუფასდებათ, ნუ იქნებიან ზარმაცები. (როგორც მე)

5 thoughts on “ექსკლუზიური ინტერვიუ თეონა თოდაძესთან

  1. კარგი ბაღდათელი ხარ თეონა. კარგი სპორტსმენი ცუდი მოქალაქე ვერ იქნება. შენ ბევრი შეგიძლია, არ გაჩერდე. შენი იმედი გვაქვს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *