აპრილი 18, 2024

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის გამარჯვებული საკალათბურთო კლიბი რუსთავი გახდა.
ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთაველებმა ქუთაისში გამართულ ფინალურ მატჩში კაკტუსი დამატებით დროში – 89:86 დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოიპოვეს. ✌️
მემორიალის საუკეთესო უკანახაზელად კაკტუსელი მაიკ დევისი დასახელდა ხოლო საუკეთესო ფორვარდის პრიზი რუსთაველ საბა ლობჯანიძეს ერგო.

რუსთაველთა კაპიტანი გოგა ცეკვავა საკანდელიძე-ქორქიას სახელობის თასით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *