აგვისტო 10, 2022

საწმუხარო ინფორმაცია გავრცელდა პირველ რიგში ჩვენთვის, ქართველებისათვის…

 

ძალოსნობა, კრივი და თანამედროვე ხუთჭიდი 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინასწარი პროგრამიდან ამოიღეს, რომელიც დამდეგი წლის თებერვალში IOC-ს წევრებს დასამტკიცებლად გადაეცემათ.

 

ინფორმაციას უცხოური წყაროებიდან ვიგებთ, რომეთა მიხედვითაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა კრივისა და ძალოსნობის მმართველ ორგანოებს “პრობლემური ბავშვები” უწოდა. ოლიმპიური კომიტეტი თვლის, რომ უკვე საკმარისზე მეტია კორუფციისა და დოპინგის გარშემო აგორებული სკანდალები.

 

ბახი ითხოვს, რომ ძალოსნობის ფედერაციამ წარადგინოს ანტიდოპინგური პროგრამა, რომლის გადახედვის შემდგომ შესაძლოა გარკვეული დაშვებები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.