აგვისტო 18, 2022

ორი თვის უთამაშებელი „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „ფლორასთან“ კონფერენს ლიგის უკანასკნელი ტურის მოგებულ საშინაო მატჩში (1:0) სასტარტოში დააყენეს და 70-ე წუთამდე დაჰყო მოედანზე.

 

პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებიც გადახალისებული შემადგენლობით იმის გამო თამაშობდნენ, რომ პირველი ადგილი წინა ტურში გაინაღდეს, თუმცა შესვენებამდე სახიფათო მომენტის შექმნა ვერ შეძლეს. მე-18 წუთზე მეტოქე გუნდის მცველმა პიურგმა ჩაკვეტაძის შეტევის წესების დარღვევით შეჩერების გამო ყვითელი ბარათი მიღო, ხოლო 38-ეზე გიორგიმ ბურთი კარს ააცილა.

 

51-ე წუთზე “გენტის” თავდამსხმელმა ბრუნომ გამარჯვების გოლი გაიტანა, 70-ე წუთზე კი

ჩაკვეტაძე შეცვალეს.

 

ამავე B ჯგუფში „ანორთოსისი“ ბელგრადში „პარტიზანს“ დაუპირისპირდა. გამარჯვების შემთხვევაში ქეცბაიას გუნდი პლეი-ოფში გააღწევდა, მაგრამ ფრეს დასჯერდა – 1:1. გიორგი ლორია სათადარიგო იყო, ნიკა კაჭარავა 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ამ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა – მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი.

 

მოკლედ, 1/16 ფინალში “გენტი” და “პარტიზანი” გავიდნენ, “ანორთოსისმა” კი შანსი” ხელიდან გაუშვა და მესამე ადგილზე დარჩა.

1 thought on “ჩაკვეტაძის 70 წუთი და “ანორთოსისის” ხელიდან გაშვებული შანსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.