მაისი 24, 2022

სამწუხარო ამბავი – გარდაიცვალა საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტი და მფლობელი ილია კოკაია.

 

როგორც ჩვენთვის ცნობილია კოკაია დედაენის მწვერვალზე ლაშქრობის დროს დაშავდა, მისი გადარჩენა კი ვეღარ მოხერხდა.

 

მწვერვალი დედაენა (გოგებაშვილი) მდებარეობს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე. მწვერვალზე ასასვლელად აუცილებელი არ არის სპეციალური აღჭურვილობა. ყველაზე მარტივად მწვერვალზე ჯვრის უღელტეხილიდან შეიძლება ასვლა.

 

ილია კოკაიამ 2004 წელს საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი დაარსა. გუნდმა 2011 და 2012 წლებში საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, 2008 წელს საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა, ხოლო 2011 და 2012 წლებში სუპერთასის მოგებაც შეძლო.

 

ამჟამად ზესტაფონმა მე-4 ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და შემდეგ სეზონში მე-3 ლიგაში იასპარეზებს.

 

Marca.Ge უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.