აგვისტო 19, 2022

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ნაპოლის შვედეთთან მაგარი მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვას ურჩევს.

 

 

“ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც ნაპოლიში ძალიან კარგად ვხედავ. 20 წლისაა, საქართველოში დაიბადა და ამჟამად ყაზანის რუბინში თამაშობს. მარცხენა გარემარბია, არ ექცევა წნეხის ქვეშ და აქვს დარტყმები, რომელსაც პუბლიკის აღფრთოვანება შეუძლია.

 

იცის, როგორ წარმოაჩინოს თავი დიდ მატჩებში. 183 სანტიმეტრია და გრძელი ფეხები აქვს. მემარჯვენეა, მაგრამ ამტკიცებს, რომ მარცხენათიც კარგი გოლების გატანა შეუძლია. ესპანეთს და შვედებს სწორედ არასამუშაო ფეხით გაუტანა.

ფიზიკურადაც კარგია, ფეთქებადი. შესანიშნავი აჩქარება აქვს და ტემპის შეცვლა შეუძლია. ტექნიკურადაც ბრწყინვალეა, შეუძლია დრიბლინგი მაშინაც კი, როცა მეტოქის დაცვაში სივრცეები არ არის, თანაც ორივე ფეხით,” – წერს ჯანლუკა დი მარციო თავის წიგნ Grand Hotel Calciomercato-ში ნაპოლის დირექტორის კრისტიანო გიუნტოლის საყურადღებოდ.

 

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყაზანის რუბინი ხვიჩა კვარაცხელიას 20 მილიონ ევროდ აფასებდა. საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი შეხვედრა შვედეთს სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით, 2-0 მოუგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.