აგვისტო 18, 2022

ინგლისური ჩემპიონშიპის გუნდის “ჰალ სიტის” მესვეურებმა უკვე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყეს კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით.

 

“ჰალ სითის” შეძენის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად კი თურქი ბიზნესმენი აჩუნ ილიჩალი სახელდება, რომელიც შოთა არველაძეს საკმაოდ კარგად იცნობს და როგორც თურქული სპორტული გამოცემები წერენ, “ჰალ სითის” გაფორმებისთანავე თურქი გუნდის მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძის დანიშვნას აპირებს.

 

აღსანიშნავია, რომ შოთა ბოლოს ტაშკენტური “ფაქთახორის” მწვრთნელი იყო და კლუბთან ერთად მრავალ წარმატებასაც მიაღწია.

 

მანამდე კი 48 წლის ქართველი სპეციალისტი თურქეთის ჩემპიონატის რამდენიმე გუნდს წვრთნიდა, მათ შორის “ქაშიმფაშას”, “კაიზერისპორსა” და “ტრაბზონსპორს”.

 

თავად “ჰალ სითის” კი არც ისე კარგი დღე უდგას. კლუბი ჩემპიონშიპის გასავარდნ ზონაში იმყოფება და 15 შეხვედრაში მხოლოდ 9 ქულა აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.