აგვისტო 18, 2022

Le Point-ის ინფორმაციით, პარიზის მახლობლად, ბულონის ტყეში, პსჟ-ის ფეხბურთელი ტრანსვესტიტმა გაძარცვა.

 

ფეხბურთელმა პოლიციას განუცხადა, რომ ტრანსვესტიტი მის მანქანაში ნებართვის გარეშე ჩაჯდა. მძარცველს ხელში რაღაც საგანი ეჭირა, რომელიც იარაღს ჰგავდა. აღნიშნულმა პიროვნებამ მოთამაშეს ტელეფონი და საფულე მოჰპარა, რომელშიც 200 ევრო იდო.

 

ტრანსი, რომელიც სპორტსმენს მანქანაში შუქნიშანთან ჩაუხტა, გარკვეული პერიოდი მასთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. ბოროტმოქმედი მსხვერპლს ტელეფონის დაბრუნებას იმ პირობით დაჰპირდა, თუ უკან დააბრუნებდა. ფეხბურთელი დათანხმდა.

 

აღსანიშნავია, რომ დაზარალებული პსჟ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთამაშეა, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებენ.

 

ბოლო წლებში ბულონის

ტყე პარიზელი დამნაშავეების საყვარელ ადგილად იქცა. 2013 წლიდან მოყოლებული, მიმდებარე ადგილებში 10-ზე მეტი სექსმუშაკი მოკლეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.