მარტი 29, 2024

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა “ანორთოსისმა” კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში “აეკ ლარნაკს” უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. ეს კლუბისთვის ზედიზედ მეორე მარცხია.

 

შეხვედრის შემდეგ, ქართველმა სპეციალისტმა მედიასთან ისაუბრა და “ანორთოსისის” ქომაგები გააკრიტიკა.

 

„გარკვეულ ეტაპზე, ტესტს ყველას გადის. საუბარი მაქვს, როგორც მწვრთნელებსა და ფეხბურთელებზე, ისე კლუბში მომუშავე სხვა ადამიანებზე. ხალხს დაავიწყდა უტიტულო 13 წელი და არ ახსოვს თუ რა გავაკეთეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში.

 

უმადურობა საშინელი რამაა და კლუბს ახლა მხარდაჭერა სჭირდება. არ გავამხელ, რისი გამოვლა მოგვიწია მოსამზადებელი ეტაპისას. თუ ეს კლუბი მართლა გიყვართ, მას მხარი უნდა დაუჭიროთ. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს უხარია, გუნდის ამ მდგომარეობაში ყოფნა. ჩვენი მიღწევები მარტივად არ უნდა დაივიწყოთ და თუ გუნდის დახმარება ნამდვილად გსურთ, მატჩებზე მოდით. ტრიბუნებზე მწვრთნელები არ გვჭირდება.

 

გუნდს დახმარება სჭირდება და ტრიბუნებზე მყოფი მწვრთნელები ამას ნამდვილად ვერ გააკეთებენ. ჩვენ არ გვჭირდება გულშემატკივრები, რომლებიც ტრიბუნებზე ყოფნისას მწვრთნელები იქნებიან. ანორთოსისს ჰყავს თავკაცი, რომელმაც მიაღწია იმას, რისთვისაც აქ არავის მიუღწევია. ნუ გვასწავლით, რა გავაკეთოთ. ფეხბურთი თქვენზე უკეთ ვიცით და გუნდს მხარი დაუჭირეთ, რადგან ეს ახლა ძალიან გვჭირდება.

 

სველი პამპერსებით დადიან და გვასწავლიან, რა უნდა გავაკეთოთ. ვისაც გუნდი უყვარს, აქ უნდა მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და ვიცით, რაც გავაკეთეთ. ამიტომ, ზოგიერთმა ადამიანმა უნდა მოკეტოს. წარმატებული პერიოდისას, ყველა ჩვენ გვერდითაა, ახლა კი რთული პერიოდი გვიდგას და სწორედ ამ დროს გვჭირდება მხარდაჭერა.

 

6 შეხვედრა ჩავატარეთ და წინ 26 მატჩი გველის. ანორთოსისითვის ერთ სეზონში წარუმატებლობა კატასტროფა არაა. არ გვითქვამს, რომ ყოველ წელს ჩემპიონები გავხდებოდით. ეს ძალიან რთულია. ეს ფეხბურთია და იმის გამო, რომ ანორთოსისი ვართ, გამარჯვებას არავინ მოგვცემს“, – განაცხადა ქეცბაიამ.

19 thoughts on “თემურ ქეცბაია “ზოგიერთმა ადამიანმა უნდა მოკეტოს”

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Tattoo Shops კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *