აგვისტო 18, 2022

ზაგრების გრან პრი უკვე დასრულდა, რის შემდეგაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ბუნებრივია, რეიტინგის ცვლილებები ქართველ ძიუდოისტებსაც შეეხოთ.

 

ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) საკუთარ წონით კატეგორიებში ლიდერობა შეინარჩუნეს. შეგახსენებთ, რომ ტატომ ზაგრებში საქართველო ოქროს მედლითაც ასახელა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ლიდერობა დათმო (ლაშა ბექაურმა), რომელიც ამჟამად მეორე პოზიციაზე იმყოფება, მისი ადგილი კი ესპანელმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა დაიკავა. ამავე წონით კატეგორიაში მე-11 ადგილზე ბექა ღვინიაშვილია, ხოლო ზაგრების ვერცხლის მედალოსანი ლუკა მაისურაძე 38-ე პოზიციას იკავებს.

 

ვაჟა მარგველაშვილი კი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამ საუკეთესო ძიუდოისტს შორის იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.