აპრილი 18, 2024

შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდა კოსოვოსთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვლის კარგი თამაში, თუმცა ვინც ამ ფეხბურთელს იცნობს, არც არაფერი გააკვირვებდა. სწრაფია, მონდომებული, ემოციური, ენერგიული, აქვს ლიდერის თვისებები და ამბიციურია. კიევის “დინამოში” მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ უსამართლოდ მოექცა და ისევ იჯარით გაუშვა. შესაძლოა, ზოგიერთი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს.

 

წიტაიშვილს ყველასთვის დასამტკიცებელი აქვს – უკრაინაშიც და საქართველოშიც, ამიტომ თავს არ დაზოგავს. მით უმეტეს თავისი ბუნებიდან და სპორტული ჟინიდან გამომდინარე. გააჩნია დიდი პოტენციალი და ხშირად არ გაუმართლა, ტრავმები მიიღო, მაგრამ მებრძოლია და

სწორედ ასეთი ფეხბურთელები სჭირდება “ჯვაროსნებს. ეჭვიც არ გვეპარება, გიო უკეთეს გუნდში კიდევ უკეთესად გაირჯება. ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ახალი სისხლი აუცილებელია, გაახალგაზრდავება და სრულად გარდასახვა – სტრატეგიულად და თვისობრივად.

 

წიტაიშვილისთვის ნაკრებში დებიუტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და “ინსტაგრამზე” პოსტი გამოაქვეყნა: “ზოგიერთი წაგება უფრო ტრიუმფალურია, ვიდრე მოგება” – მიშელ დე მონტელის ციტატაა.

 

გვჯერა, გიოს ენთუზიაზმი, ბრძოლისუნარიანობა, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია ნიჭი, კარიერაში, როგორც საკლუბოში, ასევე სანაკრებოში, წარმატებას მოუტანს. ის ხომ ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.

46 thoughts on “წიტაიშვილი – ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებს ძალიან სჭირდებოდა, მარცხს ფილოსოფიურად გამოეხმაურა

  1. With havin so much content and articles do you ever run into any issues of plagorism or
    copyright infringement? My website has a lot of exclusive
    content I’ve either written myself or outsourced but it
    looks like a lot of it is popping it up all over the web without
    my agreement. Do you know any techniques to help stop
    content from being ripped off? I’d really appreciate
    it.

  2. One thing I’ve notice is the fact that there are plenty oof
    common myths regarding tthe financial institutions intentions whenever talkikng about home foreclosure.
    One fairy tale in particular is the fact that the bank would like ypur house.
    The lender wants your cash, not your own home. They want the funds they loaned you along with interest.
    Averting tthe bank will undoubtedly draw thhe foreclosed
    final result. Thanks for your article.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: latest news კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *