
გიორგი ქინქლაძე დღემდე “მანჩესტერ სიტის” ქომაგების ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად ითვლება.
ჟურნალმა FourFourTwo-მ, ქართველ ექს-ფეხბურთელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა:
„ძნელი სათქმელია, რა პოზიციაზე ვითამაშებდი დღევანდელი ფორმაციის გუნდში, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – “სიტის” ძირითად შემადგენლობაში მოვხვდებოდი.
პეპ გვარდიოლა ჩემთვის ყველა დროის 3 საუკეთესო მწვრთნელში შედის, ამიტომ ვფიქრობ, მის ფილოსოფიას ადვილად მოვერგებოდი. თუ ძველ “სიტიში” მოვახერხე თავის გამოჩენა, წარმოიდგინეთ, რის გაკეთებას შევძლებდი დღევანდელ ვარსკვლავებით სავსე მანჩესტერში,” – განაცხადა ქინქლაძემ.