მარტი 29, 2024

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას ვალენსიაში გააგრძელებს – ინფორმაცია დინამო თბილისმა ოფიციალურად დაადასტურა.

 

20 წლის კიპერი ესპანურ გრანდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება და “ღამურებს” მისი გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება ექნებათ. გიორგი ესპანეთში სავარაუდოდ, სანაკრებო შეკრების შემდეგ ჩავა.

 

მამარდაშვილი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში თბილისის ლოკომოტივში იჯარით თამაშობდა, მისი სატრანსფერო უფლებები კი დინამო თბილისს ეკუთვნის. ნიჭიერმა მეკარემ თავი განსაკუთრებით წინა სეზონში, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ კრაიოვასთან, მოსკოვის დინამოსთან და გრანადასთან მატჩებში გამოიჩინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *